პრინცი ჰარი - კითხვა იმაში მდგომარეობს, მსოფლიოს პასუხი უკრაინელების გამძლეობის შესაბამისი იქნება თუ არა - ისტორია ჩვენ არ გვკითხავს იმას, თუ რა ვთქვით, არამედ რა გავაკეთეთ

უკრაინამ საკუთარი ლიდერობით, გამძლეობითა და ინოვაციებით მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრინცმა ჰარიმ კიევში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ახლა კითხვას აღარ წარმოადგენს ის, გადარჩება თუ არა უკრაინა. ამ კითხვას პასუხი თქვენ უკვე გაეცით. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, დანარჩენი მსოფლიოს პასუხი თქვენი გამძლეობის შესაბამისი იქნება თუ არა. რადგან ერთ დღესაც ეს ომი დასრულდება და მაშინ ისტორია ჩვენ არ გვკითხავს იმას, თუ რა ვთქვით, არამედ რა გავაკეთეთ“, - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

პრინცმა ჰარიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს ლიდერობისკენ მოუწოდა.

„ამ ომის ბუნება მკაფიოდ უნდა გვესმოდეს. ეს შემთხვევითობა ან გაუგებრობა არ არის. ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომელიც უმაღლეს დონეზე დაიგეგმა. ის ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევით იწყება. ამერიკა უკრაინის სუვერენიტეტსა და საზღვრების დაცვის გარანტიის ნაწილი იყო. ეს ამერიკის ლიდერობის მომენტია. ეს მომენტია ამერიკისთვის, რათა აჩვენოს, რომ შეუძლია საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს“, - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.

შეგახსენებთ, პრინცი ჰარი კიევში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი