ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა, სადაც ევროკავშირის ლიდერების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა, სადაც ევროკავშირის ლიდერების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია ზელენსკის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, დანიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მეტე ფრედერიკსენთან, და ასევე, სამმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ლიდერების სხდომაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა