დონალდ ტრამპი - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ვუბრძანე, რომ ესროლოს და გაანადგუროს ნებისმიერი ნავი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს დებს

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ვუბრძანე, რომ ესროლოს და გაანადგუროს ნებისმიერი ნავი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს დებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„გარდა ამისა, ჩვენი „ნაღმსაწმენდი“ გემები ახლა სრუტეს ასუფთავებენ. მე ვბრძანებ, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდეს, მაგრამ სამმაგი ტემპით!“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში სანქცირებული გემი დააკავეს, რომელსაც ირანიდან ნავთობი გადაჰქონდა.

ცნობისთვის, ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ინდოეთის ოკეანეში ირანული ნავთობის გადამზიდი გემის დაკავების მეორე შემთხვევას წარმოადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა