„ოპოზიციის ალიანსი“ ბრიტანეთის ელჩს ხვდება

„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებსა და ბრიტანეთის ელჩს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებმა „ტვ პირველთან“ განაცხადეს, აპირებენ, ელჩს ალიანსის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია და ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების მიზანმიმართული დახმარება ითხოვონ.

„ვაპირებთ ავუხსნათ, რომ ალიანსის ამოცანა მხოლოდ რეჟიმის დამარცხება არ არის, ალიანსის ამოცანა არის დემოკრატიაში საზოგადოების რწმენის აღდგენა და სწორედ ამიტომ ჩვენი თავებიდან ვიწყებთ. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი. მეორე არის ის, როგორ ვაპირებთ რეჟიმის დამარცხებას და რა არის ჩვენი გამარჯვების გზა და კონკრეტულად რას ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოებისგან ამ გზაზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ქვეყანაში რუსეთის მარცხს და საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მეგობრები, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, მშვიდობიანი, ევროპული ქვეყანა.

„საქართველოს ყველა მეგობარს ვესაუბრებით, როგორ გადავარჩინოთ საქართველო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისგან, რომელსაც საქართველო მიჰყავს იზოლაციისკენ, მიჰყავს რუსეთისკენ. დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მეგობრები, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, მშვიდობიანი, ევროპული, გამთლიანებული, აყვავებული ქვეყანა და არ უჭერს მხარს ამ რუსეთთან მოთანამშრომლე საქართველოს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას“, - განაცხადა ბარამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა