„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სოფელ დიღომში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სოფელ დიღომში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტი კომპანიამ 2025 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის მაისში დაასრულებს, რაშიც კომპანია „ჯივიპი“ 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სოფელ დიღომში წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.

რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. აღნიშნული ქსელი სოფელ დიღომში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურიდან, ფიროსმანის, რუსთაველის, დავით გურამიშვილის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დიდგორის IV შესახვევის გავლით დიდგორის ქუჩაზე არსებულ რეზერვუარამდე მონაკვეთს მოიცავს.

რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი, გიგა ნადირაძე.

სარეაბილიტაციო პროექტი კომპანიამ 2025 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე მიმდინარე წლის მაისში დაასრულებს, რაშიც კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის შედეგად, სოფელ დიღომში მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს“, - აცხადებენ „ჯივიპიში“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა