ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს რაულ ქირიას შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორს რაულ ქირიას შეხვდა.

ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და ადვოკატების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი სასწავლო ღონისძიებებისა და სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩარჩოს და იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ