ყოველი წლის აპრილში საქართველოში აღინიშნება წიგნის ჩუქების თვე, რომლის ფარგლებშიც „ბიბლუსი“პარტნიორებთან ერთად სოციალური კამპანიებსა და ღონისძიებებს ახორციელებს.
„ბიბლუსმა“ 23 აპრილი - წიგნისა და სააავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აქცია ერთთვიან კამპანიად, რომელშიც ყველას შეუძლია ჩაერთოს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „ბიბლუსი“ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს ბიბლიოთეკების მოწყობაში, უზრუნველყოფს ოჯახებს მხატვრული თუ შემეცნებითი ლიტერატურით, მკითხველს სთავაზობს აქციებსა და საჩუქრებს და სხვა.
წიგნის ჩუქების კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ ისეთი მსხვილი და წარმატებული კომპანიები, როგორიცაა: „ვისოლი“, „გალფი“, „საქართველოს ბანკი“, „თეგეტა ჰოლდინგი“, „ალიანს ჯგუფი“, „სითიზენი“, „ბიოგრაფი“, „არქი“, „ნაბერაულის ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „არდი“, „ისი-პარი“, „ნექსია ჯორჯია“, „გუდვილი“, „ორი ნაბიჯი“, „ალტე უნივერსიტეტი“, გეფა და სხვ.

კომპანიებმა წიგნის ჩუქების თვის ფარგლებში წიგნებითა და ვაუჩერებით დაასაჩუქრეს თანამშრომლები, ასევე ჩაერთნენ საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიებში, მოამარაგეს სოფლის ბიბლიოთეკები და სკოლები წიგნებით.

ჩემი აზრით, წიგნის ჩუქების კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან ეს პირდაპირ ეხება იმას, თუ როგორი საზოგადოება გვინდა გვყავდეს მომავალში. წიგნი არის ცოდნის, განვითარების და ახალი შესაძლებლობების წყარო, და როცა ეს რესურსი უფრო ხელმისაწვდომი ხდება, საბოლოოდ ყველა იგებს. ასეთ კამპანიებში ჩართვა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. ინდივიდუალურად ეს არის მარტივი გზა, რომ თითოეულმა საკუთარი პატარა წვლილი შეიტანოს და რეალური გავლენა მოახდინოს, ზოგჯერ ერთი წიგნიც კი შეიძლება ვიღაცისთვის დიდი ცვლილების დასაწყისი გახდეს.
ბიზნესისთვის კი ეს არ არის მხოლოდ „სოციალური პასუხისმგებლობა“ ფორმალურად, ეს არის შანსი, რეალურად დაუჭიროს მხარი განათლებას და იმ საზოგადოებას, რომელშიც თავად ოპერირებს. თანაც, ასეთი ჩართულობა აძლიერებს ნდობას და აჩვენებს, რომ კომპანიას კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი შედეგები, არამედ გარშემო გარემოც“.

„წიგნის ჩუქებას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს - განსაკუთრებით დღევანდელ დინამიკურ და ციფრულ სამყაროში, რომელიც თავისებურ გავლენას ახდენს წიგნის კითხვისთვის გამოყოფილ დროზეც. წიგნის ჩუქება ეს არის ცოდნის, კრიტიკული აზროვნების, მრავალფეროვნების, უწყვეტი განვითარების მხარდაჭერის გამოხატვა. მსგავსი დღეები გვახსენებს, რომ განათლება და ცნობისმოყვარეობა არის როგორც პიროვნული ზრდის, ისე პასუხისმგებლობიანი საზოგადოების საფუძველი.
„თეგეტასთვის“ განათლების მხარდაჭერა კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ წლებია, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სოფლის ბიბლიოთეკებში წიგნის ფონდის მრავალფეროვნებას და განახლებას, ასევე გვსურს ბავშვების სიყვარული წიგნებისადმი გავზარდოთ. რაც ძალიან საამაყოა, თავად ჩვენი თანამშრომლები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ამ პროექტებში და თავიანთი მოხალისეობით, ათასობით ბავშვთან მიგვაქვს მათი საყვარელი წიგნები“.

„ალდაგი“ ყოველთვის მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც საზოგადოებაში საგანმანათლებლო კულტურის გაძლიერებას ემსახურება. ოფისში პერიოდულად მოწყობილი გამოფენა-გაყიდვები და გამომცემლობებთან პარტნიორობა ლიტერატურას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ეს პრაქტიკა სამუშაო გარემოში ცოდნის გაზიარების ბუნებრივ პროცესს უწყობს ხელს, რაც გუნდის წევრების პროფესიული თუ პიროვნული ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა“.

„წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში „გალფი“ ჩვეულებრივ ერთვება სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, როგორიცაა: წიგნების შეგროვება საკუთარ ქსელში (სერვისცენტრებში ან ოფისებში); მომხმარებლების წახალისება, რომ შეუერთდნენ კამპანიას (მაგ. აქციები, ბონუსები); შეგროვებული წიგნების გადაცემა სკოლებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის ან რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის.
წიგნის ჩუქების კამპანიები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან: ზრდის წიგნიერების დონეს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში; აძლევს შესაძლებლობას იმ ადამიანებს, ვისაც წიგნებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ; ავითარებს საზოგადოებაში გაზიარებისა და ზრუნვის კულტურას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კამპანიაში ჩაერთოს ყველა, რადგან თითოეულ მათგანს შეუძლია, მცირე წვლილი შეიტანოს და რეალური ცვლილებები მოახდინოს. რაც შეეხება ბიზნესებს, მათ აქვთ მეტი რესურსი, მასშტაბი და გავლენა, რაც, რა თქმა უნდა, კამპანიას უფრო ეფექტურსა და მასშტაბურს ხდის. საბოლოოდ, ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ წიგნების გავრცელებას უწყობს ხელს, არამედ აყალიბებს უფრო განათლებულ და პასუხისმგებლიან საზოგადოებას“.
წიგნის ჩუქების თვის ფარგლებში კომპანიები აგრძელებენ ღონისძიებებსა და კამპანიებს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ დედაქალაქით და მთელს საქართველოს მოიცავს.
(R)