გიგი წერეთელი დიდი ბრიტანეთის ელჩთან „ოპოზიციური ალიანსის“ შეხვედრაზე - დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა იმ მუშაობის ნაწილია, რასაც ოპოზიცია ეწევა - ყველა დიპლომატს საქართველოში შექმნილი ვითარება უნდა აწუხებდეს

პარტია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგი წერეთლის ინფორმაციით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს საკუთარი გეგმები გააცნო.

როგორც წერეთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა იმ მუშაობის ნაწილია, რასაც ოპოზიცია ეწევა და რაც არის ჩვეულებრივი ამბავი.

მისი თქმით, ყველა დიპლომატს, ვინც საქართველოშია, ქვეყანაში შექმნილი ვითარება უნდა აწუხებდეს.

“ვხედავთ ძალიან ღია გზავნილებს. დღევანდელი სისტემა, რომელიც არის შექმნილი და პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმის საწინააღმდეგოა, რა მიზნებიც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აქვს და რაც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ვიყოთ დასავლური ტიპის ქვეყანა, გვქონდეს დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, არ გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები და ქვეყანა ეკონომიკურად ისე ვითარდებოდეს, რომ რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მხარდამჭერი. ინტერესი არსებობს და სწორედ ეს იყო შეხვედრის ძირითადი საფუძველი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა