გია ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილისა და მარტა კოსის ერთობლივ ფოტოზე - ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, ეს ის ერთმაგი სტანდარტია, რაც არასდროს შეგვიცვლია - ყოველ დღე თუ ვიმეორებთ, რომ კოსი აკეთებს ცუდ განცხადებას, იმასაც ვამბობთ, რომ მზად ვართ საუბრისთვის

მარტა კოსი იქნება, იუკნევიჩიენე, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენი მონდომება და სურვილი არის თანამშრომლობა, დიალოგი, რაზეც ისინი არ მოდიან - ყოველ დღე თუ ვიმეორებთ, რომ მარტა კოსი აკეთებს ცუდ განცხადებას, ყოველ დღე ვიმეორებთ იმასაც, რომ მზად ვართ, ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდეს საქმიანი საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც მაკა ბოჭორიშვილისა და მარტა კოსის შეხვედრის ამსახველ ფოტოებს შეეხებოდა.

მისი თქმით, როდესაც სხვადასხვა აზრის მქონე მხარე ერთად ზის, ლაპარაკობს, თუნდაც დერეფანში ხვდება და საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც დიალოგი აქვს, ეს მისასალმებელია.

„ზოგადად, მარტა კოსი იქნება, იუკნევიჩიენე, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენი მონდომება და სურვილი არის თანამშრომლობა, დიალოგი, რაზეც ისინი არ მოდიან. თუკი იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ პოზიტივია, როდესაც ორი თუნდაც სხვადასხვა აზრის მქონე მხარე ერთად ზის, ლაპარაკობს, თუნდაც დერეფანში ხვდება და საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც დიალოგი აქვს, ეს ჩვენთვის მისასალმებელია და ასეთი ფოტოების გამოქვეყნებაც სწორედ ამას ნიშნავს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გარკვეულ უხერხულობას უქმნის ჩვენს ოპონენტებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, უქმნის თუ არა მათ უხერხულობას მარტა კოსის მიმართ კრიტიკული განცხადებების შემდეგ მასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „ევროკომისართან დალაპარაკებაზე კარგი რა უნდა იყოს, თუმცა ჯერჯერობით არის დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათთვის მიუღებელია“.

„საყოფაცხოვრებო იმაზე ჩამოდიხართ რა - „გუშინ შენ მეზობელს ეჩხუბებოდი, რომ მაგისმა კატამ შენს ფეხსაწმენდზე მოისაქმა და დღეს როგორ ელაპარაკები?”- დაახლოებით ეგეთი საუბარია. მე გელაპარაკებით მაღალ პოლიტიკურ ინტერესზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, იგივე ევროკავშირის ინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროკომისარიატს თუკი დაველაპარაკებით, ამაზე კარგი რა უნდა იყოს? მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. თუმცა ევროპულ გზაზე და მით უმეტეს თუკი ამ ევროპულ სტრუქტურებს კონკრეტული ადამიანები ხელმძღვანელობენ, მათთან შეხვედრა ჩვენთვის კარგია, მისასალმებელიც არის. მაგრამ სამწუხაროდ შედეგები ჯერჯერობით აბსოლუტურად შეუფერებელია იმ პოზიციასთან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელიც ევროკავშირსაც უნდა გააჩნდეს იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება”, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, არის თუ არა ეს დამოკიდებულება მმართველი გუნდის მხრიდან ორმაგი სტანდარტი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ “არა და ეს სწორედ ის ერთმაგი სტანდარტია, რომელიც მათ არასდროს შეუცვლიათ.”

„ეს ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს სწორედ ის ერთმაგი სტანდარტია, რომელიც არასდროს არ შეგვიცვლია. ვამბობთ, რომ ჩვენი გზა არის ევროპისაკენ. ვინც ევროპის სტრუქტურებშია კონკრეტული საქმიანობით დაკავებული, მასთან შეხვედრა და საუბარი მისასალმებელია. ყოველ დღე თუ ვიმეორებთ, რომ მარტა კოსი აკეთებს ცუდ განცხადებას, ყოველ დღე ვიმეორებთ იმასაც, რომ ჩვენ მზად ვართ, ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდეს საქმიანი საუბარი”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რა საკითხებზე შედგა მაკა ბოჭორიშვილისა და მარტა კოსის საუბარი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ალბათ დარწმუნებული ვარ ტექსტი ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ერთმანეთში ყოველ დღე ვსაუბრობთ. საქართველო არ იმსახურებს ისეთ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ მარტა კოსისგან და სხვა ევროკომისრებისგან ვხედავთ. საქართველო არ იმსახურებს უსამართლობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონკრეტული მიზნის მისაღწევად არის მობილიზებული და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს. მაგრამ დიპლომატიური ენა არსებობს და ამ დიპლომატიური ენის გამოყენებით ისაუბრებდა და მაკას ეს არ შეეშლება”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკომისრის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსის შეხვედრა დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი