თამარ იოსელიანი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის

საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კონტრაქტორი, ბელგიური „დიდი ოთხეულის“ წარმომადგენელი საზღვაო სამშენებლო სამუშაოებში, Jan De Nul უკვე გადადის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე.

„ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით დაახლოებით 52 მილიონი დოლარის ეკონომიის განხორციელება აღნიშნულ პროექტში. დაახლოებით 1 კმ და 380 მეტრის ტალღმჭრელი აშენდება და შესაბამისად, დაღრმავდება შემოსასვლელი არხი დაახლოებით 18 მეტრამდე იმისათვის, რომ დიდმა გემებმა შეძლონ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში შემოსვლა. ეს ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი პრიორიტეტი იქნება იმისათვის, რომ შუა დერეფანში კიდევ ერთხელ გავამყაროთ საქართველოს, როგორც წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის ადგილი“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს თანმიმდევრული და სისტემური განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ისე საგზაო ქსელის განვითარებასა და საავტომობილო გზების მშენებლობას, ასევე ავიაციის სექტორს, მათ შორის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა