გიორგი ბარამიძე -  ვაპირებთ, მშვიდობიანი ბრძოლა გავაგრძელოთ - „ჰეზბოლასთან“ მეგობრობის ნაცვლად, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ თემებზე გვქონდა საუბარი ბრიტანეთის ელჩთან

ვაპირებთ, მშვიდობიანი ბრძოლა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ საქართველო გადავარჩინოთ იზოლაციას, ქართველებისგან დაცლას, გადავარჩინოთ რუსეთის უკანა ორღობედ გადაქცევას,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ დიდი ბრიტანეთის ელჩთან „ოპოზიციური ალიანსის" შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ჰეზბოლას" მეგობრების ნაცვლად, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ოპოზიციური ალიანსის" თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. გვქონდა საშუალება, უშუალოდ მოგვესმინა ერთმანეთისთვის, გაგვეცნო მათთვის ჩვენი გეგმები. ჩვენი მთავარი ამოცანა და გეგმა ჩვენმა მეგობრებმა, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, აშშ და სხვა ცივილიზებული ქვეყნები, კარგად იციან - ეს არის საქართველოს გადარჩენა და გათავისუფლება მოღალატური კრიმინალური, რუსული რეჟიმისგან. ვაპირებთ მშვიდობიანი ბრძოლა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ საქართველო გადავარჩინოთ იზოლაციას, ქართველებისგან დაცლას, გადავარჩინოთ რუსეთის უკანა ორღობედ გადაქცევას. „ჰეზბოლას“ მეგობრობის ნაცვლად, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ეს არის ჩვენი ამოცანა და ბუნებრივია, ამ თემებთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა",-განაცხადა ბარამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა