ნიკა გვარამია დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე - ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია! ალიანსს ნათქვამი აქვს: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივის შეთავაზება!

დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ თვალსაზრისით, რომ მისი სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა - შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია! ალიანსს ნათქვამი აქვს: - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივის შეთავაზება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ, დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გვარამიამ აქვე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იყო.

“ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება - ეს მხოლოდ პროტესტი არ არის, თუმცა უპირობოდ პროტესტიც არის - და როგორ გავაგრძელოთ ქვეყნის წინ წაყვანა მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება არ იქნება.

ახლა ქვეყანა წინ კი არ მიდის, გაჩერებულიც არ არის და მიდის ყოველდღიურად უკან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს, დიდი ბრიტანეთის ელჩს ოპოზიციური ალიანსის ლიდერები შეხვდნენ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი