თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!

[ბრიტანეთის ელჩს] ვუთხარით, რის შესახებ არის „ალიანსი“, რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების ინსტინქტებზე და მეტი ფოკუსი იმაზე, რაც აწუხებს ხალხს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრით კმაყოფილები არიან.

„შეხვედრა იყო [ბრიტანეთის ელჩთან], გავაცანით „ალიანსი“ და „ალიანსის“ გეგმები. მისგანაც მოვისმინეთ, რა ხდება მათი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ! მათ ვუთხარით, რის შესახებ არის „ალიანსი“ [შექმნილი], რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების ინსტინქტებზე და მეტი ფოკუსი იმაზე, რაც აწუხებს ხალხს. ამაზე ვისაუბრეთ და ეს ძალიან გასაგები და სასიხარულო გზავნილი იყო ჩვენი ბრიტანელი დემოკრატიული პარტნიორისთვის“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ისაუბრა „ოპოზიციურ ალიანსში“ არსებულ ვითარებაზე და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ.

„შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. [მიხეილ სააკაშვილი] ნუ გაჩუმდება, შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!“ - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა