ქეთევან თურაზაშვილი - მივმართავ ირაკლი კობახიძეს და მიხეილ სარჯველაძეს, დაანებონ თავი არაფრის მომცემ განცხადებებს და დაუყოვნებლივ იმოქმედონ! დაუყოვნებლივ შემოიტანონ წამალი როგორც ეს არის აშშ-ს, ისრაელში, გერმანიასა და საფრანგეთში

მივმართავ ირაკლი კობახიძეს და მიხეილ სარჯველაძეს, დაანებონ თავი არაფრის მომცემ განცხადებებს და დაუყოვნებლივ იმოქმედონ! დაუყოვნებლივ შემოიტანონ წამალი როგორც ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, გერმანიასა და საფრანგეთში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მშობლებს ღამეების გათენება უწევთ სახელმწიფო კანცელარიასთან.

„მშობლებმა ორი წლის წინ მიმართეს პირველად „ქართულ ოცნებას“ წამლის შემოტანის თხოვნით. ისინი იძულებულები გახდნენ, მოთხოვნა ქუჩაში გადაეტანათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი შვილების გადასარჩენად არაფერი გააკეთა. არადა, „ქართულ ოცნებას“ ორი წელი ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად.

იმისთვის, რომ ბავშვებმა არ დაკარგონ მობილობის უნარი, არ გაუჩნდეთ ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემები და მათი სიცოცხლე გადარჩეს, სახელმწიფოს მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი სჭირდება. არადა, "ქართულმა ოცნებამ" 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმა ზუსტად ისე, როგორც მათ პარტიულ ინტერესებს სჭირდებოდა. ხარჯების კორექტირებით ძალიან მარტივად იქნებოდა შესაძლებელი წამლის შემოტანა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2026 წელს 115 მილიონი ლარით გაზარდა „სუს-ის“ დაფინანსება;

600 მილიონი იხარჯება შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე;

ასობით მილიონი იფლანგება სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის ენერგოკომპანიებში ბიუროკრატიასა და უკონკურენტო შესყიდვებზე;

101 მილიონი ლარია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, რომელსაც არავინ უყურებს;

ისევ არასაკმარისად იბეგრება სათამაშო ბიზნესი, რომელიც ძალიან ბევრი მოქალაქის ცხოვრების დანგრევის მიზეზია.

ნათელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ აინტერესებს საკუთარი მოქალაქეები მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

მივმართავ ირაკლი კობახიძეს და მიხეილ სარჯველაძეს, დაანებონ თავი არაფრის მომცემ განცხადებებს და დაუყოვნებლივ იმოქმედონ! დაუყოვნებლივ შემოიტანონ წამალი, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, გერმანიასა და საფრანგეთში. ეს მშობლები არ დაიღლებიან საკუთარი შვილებისთვის ბრძოლით!

აქვე მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, მე იმედი მაქვს თქვენი კეთილგონიერების და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც დაუდგებით მშობლებს გვერდით, არ მიატოვებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში, რადგან რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით მალე მიიღებენ ბავშვები წამალს“,- აღნიშნა თურაზაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება