„ძლიერი საქართველო-ლელო” - თუ რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმის ჩახშობას, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ! თუ მათ დუმილს აიძულებენ, ჩვენ მათ ნაცვლად ვილაპარაკებთ!

ბიზნესმენებს საქართველოში უკვე თავისუფალი აზრის გამოხატვა ეკრძალებათ, მოქალაქეებს ტროტუარზე დგომა, ხოლო ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა - ეს რეალობა დააყენა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 35 წლის თავზე ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამყარა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვისთვის ბიზნესის მიმართ სადამსჯელო ზომების დაწესება არა სამართლებრივი რეგულაცია, არამედ რეპრესიაა.

„უკვე ძალაშია შესული რეპრესიული კანონი, კერძოდ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მეწარმე სუბიექტებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას ართმევენ, რაც კიდევ ერთ რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლითაც რეჟიმი ცდილობს ბიზნეს საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებას.

როდესაც ხელისუფლება ბიზნესს უკრძალავს თავისუფალ სამოქალაქო აქტივობას და პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვისთვის სადამსჯელო ზომებს უწესებს, ეს აღარ არის სამართლებრივი რეგულაცია, ეს არის რეპრესია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის გაჩუმებას და თავისუფალი, კრიტიკული სივრცის ტოტალურ ჩახშობას.

ივანიშვილს სურს ქვეყანა, სადაც დუმს ყველა - მოქალაქეც, ბიზნესიც და სრულიად საზოგადოება.

მიღებული რეპრესიული ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი ისედაც მყიფე დემოკრატიას რეპრესიული მმართველობით ანაცვლებს. პირველი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება იყო, შემდეგ ემიგრანტებს შეუზღუდეს საარჩევნო უფლება, ახლა კი რიგში ბიზნესია. ეს არის აქტიური საზოგადოების დემონტაჟის მცდელობა, რადგან ბიზნესი არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ თავისუფალი საზოგადოების საყრდენია. მისი დაშინება და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება კი ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მეწარმეებს და ვაცხადებთ: თუ რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმის ჩახშობას, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ! თუ მათ დუმილს აიძულებენ, ჩვენ მათ ნაცვლად ვილაპარაკებთ!”,-ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი