თაზო დათუნაშვილი - დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა კოშმარული რეალობა - ეს რეალობა არის ამ ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი ჩამკეტი და ყველაზე დიდი შემაჩერებელი

დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა კოშმარული რეალობა. ეს რეალობა არის ამ ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი ჩამკეტი და ყველაზე დიდი შემაჩერებელი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები პირდაპირ ზღუდავს ბიზნესაქტორების უფლებას, თავისუფლად აწარმოონ თავის საქმიანობა და პარალელურად, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დღეს ქვეყანაში ბიზნესი დაშინებულ მდგომარეობაშია.

„დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა კოშმარული რეალობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს იჭერენ ქუჩაში, ტროტუარზე დგომის გამო და პროტესტის გამოხატვის გამო, საქართველოს ემიგრანტ მოქალაქეებს, ქართული საზოგადოების მშრომელ კასტას ხმის მიცემის უფლებას ართმევენ და ქართულ ბიზნესს ეუბნებიან, რომ არავითარი საჯარო პოზიციონირების უფლება აღარ გააჩნია, იქნება ეს რაიმე კონკრეტული ბიზნეს საკითხის ლობირება თუ ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხზე აზრის გამოხატვა.

ეს ქმნის კოშმარულ რეალობას, რომელიც აბსოლუტურად გამოსულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. იურიდიული პირის წარმომადგენელია თუ კერძო პირი, კონსტიტუციამ ყველას მიანიჭა უფლება, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.

დღეს ბიზნესი საქართველოსი დაშინებულ მდგომარეობაშია, ისეთივე მდგომარეობაში, როგორც ის იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის გვიანი აბსოლუტიზმის დროს ან ედუარდ შევარდნაძის ეპოქის ტოტალური კორუფციის დროს, სადაც ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი იქნება მისდამი კეთილგანწყობილი ქვეყნის მმართველი, ფაქტობრივი დიქტატორი თუ ვინმე სხვა.

ეს რეალობა არის ამ ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი ჩამკეტი და ყველაზე დიდი შემაჩერებელი. არსებობენ ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც ამაზე ღიად ლაპარაკობენ და არსებობენ ბიზნესასოციაციის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ამ ვითარებას ფუთავენ, როგორც ნორმალურს.

როგორც საქართველოს მოქალაქის ელემენტარული კონსტიტუციური უფლების განხორციელება შეეხო მშობლებს, რომლებიც საკუთარი შვილებისთვის წამალს ითხოვენ და მათ არ აძლევენ პროტესტის გამოხატვის სრულფასოვან უფლებას, ზუსტად ასევე შეეხება ეს შეზღუდვა თითოეული ბიზნესაქტორის აქტიურობას, იქნება ეს დიდი თუ პატარა ბიზნესი იმიტომ, რომ ბიზნესი, რომელსაც საჯარო ლაპარაკის უფლება არ აქვს, ბიზნესი, რომელსაც არ აქვს საჯაროდ პოზიციონირების უფლება, ის ბიზნესი ერთი მტკაველი წინ ვერ წავა.

არავის არ სჭირდება განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, კარგ მდგომარეობაში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, თუ არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ არსებობდეს გარკვეული განვითარების საშუალება ბიზნესისთვის და დღეს ეს კანონები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები პირდაპირ ზღუდავს ბიზნესაქტორების უფლებას, თავისუფლად აწარმოონ თავის საქმიანობა და თავისუფლად გამოხატონ აზრი ისე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეს უფლება მიანიჭა საქართველოს კონსტიტუციამ”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე