ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსების იერიშების შედეგად, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა

რუსების იერიშების შედეგად, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ქალაქ დნიპროს გარდა დაშავებულები ჩერნიგოვის, ოდესისა და ხარკოვის ოლქებში არიან.

„რუსეთის ტაქტიკა უცვლელი რჩება: დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. სამიზნეების უმეტესობა ქალაქებში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ენერგეტიკული ობიექტები და ბიზნესები. ყოველმა მსგავსმა დარტყმამ ჩვენს პარტნიორებს უნდა შეახსენოს, რომ სიტუაცია სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სასწრაფოდ გაძლიერება გვჭირდება“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპელ ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა.

„რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების 21-ე პაკეტისკენ ნაბიჯი ახლავე უნდა გადავდგათ. მე-20 პაკეტის დაბლოკვამ აგრესორს ადაპტაციისთვის დრო მისცა“, - აცხადებს ზელენსკი.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა