Sky News - აბას არაღჩი ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აბას არაღჩი ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში პაკისტანელ კოლეგასთან, იშაქ დარისთან და პაკისტანის არმიის მეთაურთან, ასიმ მუნირთან მოლაპარაკებები გამართა.

არაღჩისა და მუნირს შორის შეხვედრაში მონაწილეობა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაქვიმაც მიიღო.

ისლამაბადში ჩასვლამდე არაღჩიმ განაცხადა, რომ პაკისტანის შემდეგ ვიზიტები ომანსა და რუსეთში აქვს დაგეგმილი.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა არაღჩი ისლამაბადში მისი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დღეს პაკისტანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი გაემგზავრებიან.

მოგვიანებით, თეთრი სახლის განცხადების საპასუხოდ ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ აბას არაღჩი ისლამაბადში ვიზიტის ფარგლებში „პაკისტანის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს“ შეხვდება და „ირანსა და აშშ-ს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის“.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ