დონალდ ტრამპი "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის" სადილზე მომხდარ ინციდენტზე - ეს ირანში ომის მოგებაში ხელს ვერ შემიშლის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, არ ფიქრობს, რომ "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის" სადილზე მომხდარი ინციდენტი ირანში მიმდინარე ომს უკავშირდება, თუმცა დასძინა, რომ თეირანის მიმართ მისმა ქმედებებმა, შესაძლოა, ის სამიზნედ აქცია.

„როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებ, სამიზნე ხდები. მე რომ არ გამეკეთებინა ეს, ვფიქრობ, ბევრად ნაკლებად ვიქნებოდი სამიზნე, მაგრამ ეს ჩემთვის პატივია“, - განუცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

ტრამპის მტკიცებით, მომხდარი მას ირანის წინააღმდეგ ომის მოგებაში ხელს ვერ შეუშლის.

„ეს ირანში ომის მოგებაში ხელს ვერ შემიშლის. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე კავშირი, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, იმის გათვალისწინებით, რაც ვიცით“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.

„ის აიყვანეს. ის ავადმყოფია. ძალიან ავადმყოფი ადამიანია. ღონისძიებას გადავავადებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს საზოგადოებაზე კონტროლი დააწესოს. არ ვაპირებთ რაღაცების გაუქმებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება