მედია - ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ

სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირის განცხადებით, პირი, რომელმაც "თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის" სადილზე ცეცხლი გახსნა, ლოს-ანჯელესის 31 წლის მცხოვრები კოულ ტომას ალენია.

ეჭვმიტანილი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობას გადის. მას ბრალს ოფიციალურად ორშაბათს წაუყენებენ.

CBS-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, დაკავების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ.

წყარომ, სამართალდამცავი ორგანოებიდან, მედიას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილს არ უთქვამს, რომ მისი სამიზნე პრეზიდენტი ტრამპი იყო და მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახსენა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება