კაია კალასი - დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

შვებით ამოვისუნთქე, რომ "თეთრი სახლის კორესპონდენტების" სადილზე მომხდარი სროლის შემდეგ ყველა დამსწრე, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი, უსაფრთხოდ არიან, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი "თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის" სადილზე მომხდარ ინციდენტს.

„დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. თავისუფალი პრესის მიმართ პატივსაცემის გამოსახატად გამართული ღონისძიება არასდროს არ უნდა იქცეს შიშის სცენად. დაშავებულ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს კალასი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება