ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილზე - რუსეთი კვლავ კატასტროფის ზღვარზე აყენებს მსოფლიოს და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება

რუსეთი კვლავ ადამიანის ქმედებების შედეგად გამოწვეული კატასტროფის ზღვარზე აყენებს მსოფლიოს - რუსეთ-ირანის „შაჰედები“ რეგულარულად დაფრინავენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თავზე, - ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ორმოცი წლის წინ მსოფლიო ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი აფეთქდა. გამოიყო რადიოაქტიური მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა და ასობით ათასი ადამიანი წლების განმავლობაში უმკლავდებოდა ამ ტრაგედიის შედეგებს.

„მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ამ ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება და საუკეთესო გზაა რუსეთის იძულება, შეწყვიტოს თავისი უგუნური თავდასხმები. გვახსოვს ყველა, ვინც სიცოცხლე შესწირა ამ ტრაგედიის შედეგებთან გამკლავებას. დაე, ჩერნობილის კატასტროფის ყველა მსხვერპლმა მშვიდობით განისვენოს“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა