მაია სანდუ - მოლდოვა მზადაა „მსურველთა კოალიციას“ შეუერთდეს

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა „მსურველთა კოალიციას“ შეუერთდეს.„მოლდოვა მზადაა „მსურველთა კოალიციას“ შეუერთდეს. უკრაინის გუნდთან განვიხილეთ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს ჩვენი ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით, თუმცა, ჩვენ უკვე გავუწიეთ დახმარება, კერძოდ, განაღმვის საკითხში“, - განაცხადა სანდუმ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიშინიოვი მზადაა იმუშაოს კონკრეტულ ძალისხმევაზე, რომლის განხორციელებაც მოლდოვას „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შეუძლია.

ცნობისთვის, 24 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, „მსურველთა კოალიციაში“ შემავალმა 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი როლი აშშ-ს მხარდაჭერით უკრაინისთვის მრავალშრიანი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება