ანონსი 27 აპრილი

27 აპრილს, 10:30 საათზე, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ჩიტაძის 11, II სართული

საკონტაქტო: +995 557 21 23 13

27 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

27 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი. (C კორპუსი, V სართული)

27 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

27 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 აპრილს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი. (C კორპუსი,V სართული)

27 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532. (C კორპუსი, V სართული)

27 აპრილს, 13:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული)

27 აპრილს, 13:30 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთხი N439. (C კორპუსი, IV სართული)

27 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი. (C კორპუსი, III სართული)

27 აპრილს, 16:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისულ პროგრამას: „სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის“ წარადგენს. პრეზენტაციას წარადგენს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა.

მის: ირაკლი აბაშიძის N34, ვაკის ტერმინალი.

27 აპრილს, 14:30 საათზე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616. (C კორპუსი, VI სართული)

27 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება