ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა მონაწილეობას მიიღებს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში. ამჟამად მხარეები მონაწილეობის ფორმატსა და უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაზე თანხმდებიან, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ალიანსის მომავალ შეხვედრაზე. თუმცა, წარმომადგენლობის დონისა და მონაწილეობის კონკრეტული ფორმატის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.

„ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ, რა ფორმატით და ვის მიერ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ნატო-ს სამიტი 7-8 ივლისს არის დაგეგმილი. ღონისძიება ანკარაში გაიმართება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა