რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავდა 13 ადამიანი

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესაზე დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახლები, სასტუმრო და ავტომობილები.

„მტერმა ოდესაზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, 13 ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.

მისი ინფორმაციით, საცხოვრებელი შენობების გარდა, დაზიანდა სასტუმროს შენობა და ახლომდებარე ავტომობილები.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა