დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა

25 აპრილს, „არქი იასამნების“ დიდი ფასდაკლების დღეს 291 ბინა გაიყიდა. ამ დღის მიმართ უპრეცედენტოდ მაღალი იყო ინტერესი, წინასწარი რეგისტრაცია 20,000-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა გაიარა.

„გრანდ ავენიუს“ სივრცეში გამართული ღონისძიების ფარგლებში, მომხმარებლებმა ექსკლუზიური პირობებით ისარგებლეს და ბინა განსაკუთრებულ ფასად შეიძინეს, რომელიც ტრადიციულად მხოლოდ ამ დღის ფარგლებშია ხელმისაწვდომი.

სიმბოლურად, დიდი ფასდაკლების დღე გახსნილად იმ არქელმა გამოაცხადა, რომელმაც არქიში ბინა თავადაც გასული წლის ფასდაკლებაზე შეიძინა: „მადლობა ყველას ამ საოცარი დღისთვის! კარგად ვიცი, რამხელა ემოცია და სიხარულია საკუთარი ბინის შეძენა. ყველას გილოცავთ! მე უკვე დიდი ხანია არქის ოჯახის წევრი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი საუკეთესო არჩევანია“, - აღნიშნა კახა იმერლიშვილმა.

საჩუქრები, ბავშვებისთვის მოწყობილი სპეციალური კუთხეები, სასიამოვნო მუსიკალური გარემო და ღონისძიების კონცეფციაზე მორგებული დეკორაციები „გრანდ ავენიუზე“ გამორჩეულ განწყობას ქმნიდა. სპეციალურად ამ დღისთვის ახალგაზრდა არტისტმა სიმბოლური ნამუშევარც შექმნა.

„ვულოცავ თითოეულ არქელს, რომელმაც დღეს ბინა შეიძინა. მათთვის ეს განსაკუთრებული დღეა. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ნდობისთვის“, - აღნიშნა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა პროექტის პრეზენტაციისას.

საცხოვრებელი პროექტი - „არქი იასამნები“ მუხიანში, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ 5 წუთის სავალზე, რადიო ქალაქის გვერდით, ყველა საჭირო ობიექტთან ახლოს, ხელსაყრელ ლოკაციაზე მდებარეობს. კომპლექსთანაა სავაჭრო ცენტრები, სკოლა, ბაღი, უნივერსიტეტები, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები, მათ შორის თემქის განახლებული პარკი და თბილისის ზღვა.

„არქი“ - #1 დეველოპერი საქართველოში, 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც დღეს 55 დასრულებული და 31 მიმდინარე პროექტით, სექტორის ლიდერის სტატუსითა და 52 000-ზე მეტი არქელის უპირობო ნდობით სარგებლობს.

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება