აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დღეს დილით რუსეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, აბას არაღჩი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

რუსეთში ირანის ელჩის, ქაზემ ჯალალის თქმით, შეხვედრის დროს მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კოორდინაციას და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი პროგრამების ხელშეწყობას განიხილავენ.

გარდა ამისა, ირანული მედიის ცნობით, არაღჩი შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და კონსულტაციებს გამართავს მოლაპარაკებების მდგომარეობასა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, რუსეთში ვიზიტის დროს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კონფლიქტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს.

რუსული მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი და რუსეთი ყოველთვის მჭიდრო კონსულტაციებს ინარჩუნებდნენ ყველა საკითხზე, მათ შორის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.

„თავსმოხვეული ომის გამო, შეხვედრები შეჩერებულია. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ომთან დაკავშირებული სიტუაციის განსახილველად; განვიხილავთ არსებულ ვითარებას. ბუნებრივია, ასევე უნდა განხორციელდეს საჭირო კოორდინაცია“, - აღნიშნა არაღჩიმ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა