„საქსტატსა“ და სერბეთის სტატისტიკის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სერბეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

„დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სერბეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურს დირექტორმა ბრანკო იოსიპოვიჩმა მოაწერეს. მემორანდუმი გაფორმდა ქალაქ ბიშკეკში, სადაც ორივე მხარე ესწრებოდა საერთაშორისო ფორუმს „სტატისტიკური ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია“.

შეთანხმება ითვალისწინებს სტატისტიკური სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებას, მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ასევე პროფესიული გამოცდილების გაზიარებას. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, აგრეთვე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას.

დოკუმენტი განსაზღვრავს საერთაშორისო და ორმხრივი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი ან კოორდინირებული პროექტების განვითარებასა და განხორციელებას.

„საქსტატსა“ და სერბეთის სტატისტიკის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ექსპერტების გაცვლას, სასწავლო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზებას სხვადასხვა მიმართულებით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა