მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში

JAMBO ბაზარზე უკვე 1.5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ბრენდის პრემიუმ ხარისხის ყავა ხელმისაწვდომია „ნიკორას“ 200-ზე მეტ სუპერმარკეტში განთავსებული ყავის ვენდინგ აპარატების საშუალებით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად დააგემოვნონ არომატული, მაღალი ხარისხის ყავა ხელმისაწვდომ ფასად.

კომპანიამ ამ გამოწვევას წარმატებით უპასუხა ადგილობრივი ყავის საწარმოს შექმნით, სადაც ყავის მარცვალი ყოველდღიურად იხალება და ოპერატიულად მარაგდება ვენდინგ აპარატები. შედეგად, მომხმარებელი ყოველთვის იღებს ახალ, არომატულ და სტაბილურად მაღალი ხარისხის ყავას.

კომპანიის მონაცემებით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გაყიდულია 1 000 000-ზე მეტი ჭიქა ყავა, რაც მნიშვნელოვანი და საამაყო შედეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის სტარტი ერთი წლის წინ შედგა.

„თითოეული გაყიდული ჭიქა ჩვენთვის პასუხისმგებლობაა — შევთავაზოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ჩვენი ხედვით, ყავა არ არის მხოლოდ სასმელი; ეს არის სრულყოფილი გამოცდილება, რომელიც იწყება მარცვლის შერჩევით და სრულდება მომხმარებლამდე მიწოდებული არომატული, დაბალანსებული გემოთი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა საქართველოში არსებული საკუთარი ყავის სახალავი საწარმოა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვაკონტროლოთ ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე. ყოველდღიურად ახლად მოხალული მარცვალი პირდაპირ თავსდება ვენდინგ აპარატებში, რაც უზრუნველყოფს თითოეული ჭიქის სურნელსა და სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპზე JAMBO გეგმავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას. უახლოეს მომავალში სუპერმარკეტების ქსელში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ხაზი — სამი განსხვავებული სახეობის პრემიუმ ყავის მარცვალი, რომელიც სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელზე იქნება მორგებული. ასევე, ბაზარს დაემატება ორი სახეობის თურქული ყავა, ტრადიციული მეთოდით მომზადებული ყავის მოყვარულთათვის.

1 000 000 გაყიდული ჭიქა მნიშვნელოვანი ეტაპია JAMBO-ს განვითარების გზაზე, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია — კომპანია აგრძელებს ზრდას, ინოვაციასა და იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, რომელმაც უკვე ათიათასობით მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026