ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტების თანახმად, პრეზიდენტი პარლამენტს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის დამატებით 90 დღით, 2026 წლის 4 მაისიდან 2026 წლის 2 აგვისტომდე გახანგრძლივებას სთავაზობს.

უკრაინის პარლამენტი საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების საკითხს მეცხრამეტედ განიხილავს.

ცნობისთვის, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინა უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს არ მიიღებს და რომ მანამდე საომარი მდგომარეობის გაუქმება შეუძლებელი იქნება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება