მადრიდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის ელიზბარ უბილავას სახელობის ტურნირი დაფუძნდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის ელიზბარ უბილავას სახელობის ტურნირი დაფუძნდა.

ტურნირი მადრიდის სპორტული კლუბის „ლა დიდაქტიკა“ ორგანიზებით ჩატარდა, ხოლო ელიზბარ უბილავას სახელი ტურნირს სპორტული კლუბის წევრის, ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის სოფო ფარჯიანის ინიციატივით მიენიჭა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ტურნირს ტრადიციული სახე მიეცემა და ამიერიდან ის ყოველწლიურად გაიმართება.

„ტურნირის გამარჯვებულთან, უკრაინელ იური სოლოდოვნიჩენკოსთან სიმბოლური პარტია ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ელიზბარ უბილავამ, რის შემდეგაც ტურნირის დახურვის საზეიმო ღონისძიება და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას ესპანეთის სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის მადრიდის მერიის სპორტის მიმართულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციისთვის, ელიზბარ უბილავა, 1950 წლის 27 აგვისტოს საქართველოში დაიბადა, არის საერთაშორისო კლასის ჭადრაკის დიდოსტატი, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.

უბილავა წლების განმავლობაში ავარჯიშებდა მსოფლიო ჩემპიონებს — ვიშვანათან ანანდსა და ანატოლი კარპოვს.

ლა დიდაქტიკა არის სპორტული კლუბი, რომელიც დაარსდა 1927 წელს. იგი მადრიდის მერიის მიერ აღიარებულია ქალაქის ისტორიულ კლუბად და წარმოადგენს ქალაქის მეთორმეტე უძველეს სპორტულ ორგანიზაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა