თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance - თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა.

საერთაშორისო ჯილდო თიბისის გადაეცა ინოვაციური სიახლეების დანერგვისთვის, რომლებიც მომხმარებლების გამოცდილებას აუმჯობესებს. თიბისის მიერ ხელოვნური ინტელექტის, ციფრული გადახდებისა და სხვა ინოვაციური სიახლეების დანერგვით, მომხმარებელი მასზე მორგებულ, პერსონალიზებულ გამოცდილებას იღებს, უფრო სწრაფად შეუძლია ტრანზაქციების განხორციელება, რაც მას უზოგავს დროს და ცხოვრებას უმარტივებს.

Global Finance-მა თიბისის დამატებით ჯილდო გადასცა ბანკის მიერ დანერგილი ინოვაციისთვის - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მინი და მიკრო სესხების გაცემის პროცესში.

„ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance თიბისი დაგვასახელა ყველაზე ინოვაციურ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი ყველა ინოვაციის მიზანია - გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება. ამ ჯილდომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თიბისი არის საერთაშორისო კომპანია, რომელმაც საქართველოს ფინანსურ სექტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა" - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

Global Finance Innovators Awards უკვე 13 წელია გამოარჩევს და აღიარებს იმ ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს, რომლებიც ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ და განსაზღვრავენ ინდუსტრიის განვითარებას. ეს ჯილდოები მსოფლიო მასშტაბით აღიარებს ფინანსური ინსტიტუტების სანდოობასა და მაღალ რეპუტაციას. წლების განმავლობაში, თიბისის, Global Finance-ის სხვადასხვა ნომინაციაში, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება