საქართველოსა და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ირაკლი ყანდაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი მოიცავს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების ურთიერთგაცვლას, ასევე ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

„სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ყანდაშვილი ღონისძიების გახსნით ნაწილში მთავარი სპიკერის რანგში იყო მიწვეული.

გამოსვლისას მან საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ისაუბრა თემაზე „ადვოკატთა ასოციაციის როლი სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაში“.

კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე ადვოკატი მონაწილეობდა. ღონისძიება სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE) მეორე ვიცე-პრეზიდენტმა გახსნეს.

ირაკლი ყანდაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სიმონ ბაბაიანმა.

მემორანდუმი აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმება მოიცავს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების ურთიერთგაცვლას, ასევე ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება