არჩილ სამნიძე ზურაბ პატარაძეს - 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარეთ, მალევე გადადექით, რა იყო რეალურად გადადგომის მიზეზი?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში კითხვებს პასუხობს. აჭარის უმაღლეს საბჭოში „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა არჩილ სამნიძემ ზურაბ პატარაძეს შეკითხვებით მიმართა, კერძოდ: ბათუმის ბულვარში ჯიხურების დემონტაჟის, მაღალმთიანი აჭარის სოციალურ - ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და 2018 წელს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.

„2016 წელს წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარეთ, მალევე გადადექით, რა იყო რეალურად გადადგომის მიზეზი? ბოლო თვეების განმავლობაში 100 დანგრეული ობიექტი ვიხილეთ ბათუმის ბულვარში, თუ აპირებთ გააგრძელოთ შენობების დემონტაჟი, თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია გვაინტერესებს, ასევე გვაქვს თუ არა კორუფციასთან საქმე?“ - მიმართა არჩილ სამნიძემ ზურაბ პატარაძეს.

თავის მხრივ, ზურაბ პატარაძემ არჩილ სამნიძეს უპასუხა, რომ მზად არის ჯანსაღი ოპონირება მიიღოს.

„ზედმიწევნით კარგად ვიცი ზემო აჭარა… თუ არქივს გაეცნობით კვირა არ გავიდოდა ჩვენ მაღალმთიან აჭარაში არ ვყოფილიყავით. ჩვენებურებთან - ყველგან ნამყოფი ვართ, მთავარი ამოცანაა ნაკლები მიგრაცია და შევაკავოთ ხალხი სოფელში, ამით მეტი დოვლათი იქნება.

მოეწყობა ახალი სათხილამურო გზები, კურორტი გოდერძი იქნება მრავალპროფილური, იქნება მთის სკოლები და რეკრეაციული ზონები, საბავშვო ცენტრები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გავა დღის წესრიგში.

დამერწმუნეთ, რომ რეგიონში ვიღებთ პირველად გენერალური გეგმით განხორციელებულ კურორტს. რა თქმა უნდა, მეტი გვაქვს გასაკეთებელი…

მე ვიქნები იქ, სადაც ქვეყანას ვჭირდები, სადაც საქმეა გასაკეთებელი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. დამერწმუნეთ ჩვენი აჭარა, არის პრიორიტეტი. არც გვეშინია და არც გვერიდება, ერთად ვაკეთოთ ყველაფერი, ესაა პოზიცია ჩვენი პოლიტიკური გუნდის.

რაც შეეხება ბულვარს, ნამდვილად სასიხარულოა, რომ ძველ ბულვარში შადრევნების ალეა იქმნება, ისტორიული ავთენტურობა უბრუნდება, მეტი რეკრეაციული ზონაა. ჩადებულია ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც მოუხდება ბულვარს“, - აღნიშნა პატარაძემ. ის ასევე ბულვარში გარემოვაჭრეების დანგრეული ჯიხურების საკითხსაც გამოეხმაურა.

„ამ ადამიანების საკითხი არის მსჯელობის საგანი, გარკვეული სივრცეები უნდა მოეწყოს, გავაგრძელოთ მუშაობა და ვნახოთ გამოსავალი და არ დაირღვეს არავის ინტერესები, აქ მთავარია კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა