უკრაინა და ნორვეგია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების ერთობლივად წარმოებას დაიწყებენ

უკრაინა და ნორვეგია უკრაინული დრონების პირველ ერთობლივ წარმოებას იწყებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რამდენიმე ათასი დრონის წარმოება იგეგმება.

„პროექტის ფარგლებში წარმოებული ყველა პროდუქტი უკრაინის თავდაცვის ძალებს გადაეცემა. შესაბამის შეთანხმებას კიევში ხელი მოაწერეს უკრაინაში ნორვეგიის ელჩმა, ლარს რაგნარ აალერუდ ჰანსენმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, სერგეი ბოევმა“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროექტს ნორვეგია დააფინანსებს. წელს ნორვეგია უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის უკრაინაში წარმოებული იარაღის შესაძენად 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა