რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „დახმარების გაწევაში ჩართულ“ ევროკავშირის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ევროპული ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ევროკავშირის უკანონო გადაწყვეტილებების საპასუხოდ, რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკასთან მომხრე რიგი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების სია, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ 1996 წლის 15 აგვისტოს №114-ФЗ ფედერალური კანონის, „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის პროცედურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. სიაში შედიან ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში და მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართულ საქმიანობაში“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა