ბათუმში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია ლოზუნგით - "მიეცით ბავშვებს წამალი" მიმდინარეობს

“დიაგნოზი არ უნდა ნიშნავდეს განაჩენს”, “მიეცით წამალი ბავშვებს”, - ამ ლოზუნგით ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს, რომლებიც თბილისში ყოველდღიურად აქციას მართავენ.

“ნებისმიერ მოქალაქე ხვდება, რომ რასაც სახელმწიფო აკეთებს, არასწორია! ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახელმწიფომ ხარჯი უნდა გაიღოს, ადამიანებისთვის ადაპტირებული გარემო არ არსებობს, მოქალაქეთა ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს.

ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა, სახელმწიფო მოქალაქეს ეუბნება, რომ შენ მნიშვნელოვანი არ ხარ… არ შეიძლება ასეთი მიდგომები”,- აცხადებენ შეკრებილები.

შეგახსენებთ, სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნით, თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა