გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 აპრილს 10:30-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, ხადოელები და მიმდებარე სოფლებში.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახატანი, ჭოპორტი, ბულაჩაური, ნოკორნა, მაღრანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, წეროვანი, გოროვანი, მისაქციელი, ჩარდახი და მიმდებარე სოფლებში;

1:00-დან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 17:00 საათამდე, აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჩხოტი, არშა, ახალციხე, ჯუთა და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში, - აღნიშნულია “ენერგი პრო ჯორჯიას“ ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა