მედია - ვაშინგტონში მომხდარი სროლის შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხზე შეხვედრას გამართავს

ვაშინგტონში მომხდარი სროლის შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხზე შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი აშშ-ის პრეზიდენტის დაცვის სამსახურისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მიმდინარე კვირაში გამართავს.

სუზი უაილსი უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით დაგეგმილ ღონისძიებებზე „პროტოკოლისა და პრაქტიკის“ საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, 25 აპრილის საღამოს, „ვაშინგტონ ჰილტონის“ სასტუმროში, „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილის დროს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ, შეიარაღებულმა პირმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები სადილიდან სასწრაფოდ გაიყვანეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თავდამსხმელი 31 წლის მასწავლებელი, კოულ თომას ალენი დაკავებულია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა