რუსული მედია - ყოფილი მოსამართლე, რომელზეც რუსეთში ძებნაა გამოცხადებული,  საქართველოში ცხოვრობს

რუსეთში ძებნილი ყოფილი მოსამართლე ელენა ხახალევა საქართველოში ცხოვრობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ელენა ხახალევას ადვოკატმა, იაროსლავ კრასნოშჩოკოვმა სასამართლოში განაცხადა, რომ კრასნოდარის მხარის საოლქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, თბილისში ცხოვრობს.

„ის ნამდვილად ძებნაში იმყოფება. ამასთან, საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი ადგილსამყოფელი ცნობილია. ის თბილისში ცხოვრობს“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც რუსული მედია წერს, ყოფილი მოსამართლე ელენა ხახალევა სკანდალში 2017 წელს გაეხვა, მისი ქალიშვილის ძვირადღირებული ქორწილის შემდეგ, რომელიც 2 მილიონი დოლარი დაჯდა. სკანდალის შემდეგ ხახალევა რუსეთში „ოქროს მოსამართლის“ სახელით გახდა ცნობილი.

ყოფილ მოსამართლეს ელენა ხახალევას თაღლითობისთვის ბრალი 2021 წელს წაუყენეს, რის შემდეგაც მან რუსეთი დატოვა. 2022 წელს როსტოვის ოლქის სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გამოძიების განცხადებით, ხახალევა 2016-2019 წლებში სამსახურში 127 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა, ხოლო თანამშრომლების მოტყუებით, რომლებიც სამუშაო საათებს აღრიცხავდნენ, მან უკანონოდ მილიონზე მეტი რუბლი მიიღო. 2025 წლის იანვარში ხახალევა აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა ბაქოს სასამართლომ მისი ექსტრადიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

რუსეთის გენერალური პროკურატურა ყოფილი მოსამართლისა და მისი ნათესავების აქტივების ჩამორთმევას ითხოვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“