ნიკოლ ფაშინიანი - დღის წესრიგში დგას საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ

საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს უახლოეს მომავალში გააგრძელებს და ასევე, საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულება დღის წესრიგში დგას.

„რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ და გონივრულ ვადებში დავასრულებთ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. ასევე, დღის წესრიგში დგას საქართველოსთან ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა