კეროლაინ ლევიტი - შაბათს მომხდარი თავდასხმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მესამე სერიოზული მცდელობა იყო - პრეზიდენტი უშიშარია, რადგან ქვეყანა უყვარს და მზად არის სასწორზე საკუთარი სიცოცხლე დადოს

შაბათს მომხდარი თავდასხმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მესამე სერიოზული მცდელობა იყო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მსგავსი განმეორებითი მკვლელობის მცდელობების წინაშე სხვა არცერთი პრეზიდენტი არ აღმოჩენილა. პრეზიდენტი ტრამპი უშიშარია, რადგან მას ეს ქვეყანა უყვარს და მზად არის სასწორზე საკუთარი სიცოცხლე დადოს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, პოლიტიკური რიტორიკა ქმნის გარემოს, სადაც შეიძლება ვინმეს პრეზიდენტზე თავდასხმის სურვილიც კი გაუჩნდეს.

„ისინი, ვინც პრეზიდენტ ტრამპს მუდმივად ცილს სწამებენ და ფაშისტად მოიხსენიებენ, მსგავსი ძალადობის წახალისებას ახდენენ. პოლიტიკური ძალადობა მისი და მისი მხარდამჭერების სისტემური დემონიზაციისგან წარმოიქმნება, როგორც კომენტატორების მხრიდან, ისე „დემოკრატიული პარტიის“ არჩეული წევრებისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდანაც“, - აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა