სერგო ვარდოსანიძე - 28 აპრილს სინოდი დაადგენს გაფართოებული კრების ჩატარების თარიღს, კრების შემდეგ მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას - 10-15 მაისისთვის ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს

ხვალ სინოდი დაადგენს გაფართოებული კრების ჩატარების თარიღს. კრების შემდეგ მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას - მაქსიმუმ, 10-15 მაისისთვის ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს, - ამის შესახებ თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ვარდოსანიძის თქმით, გაფართოებულ კრებას სასულიერო პირების გარდა საერო პირიც დაესწრება, რომელიც აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიასთან.

“წესით, 28 აპრილს სინოდი დაადგენს გაფართოებული კრების ჩატარების თარიღს. როდესაც გაფართოებული კრება ჩატარდება, ამის შემდეგ მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას, რადგან როდესაც არჩევნები დასრულება და გამოცხადდება 142-ე პატრიარქის ვინაობა, ეს ინფორმაცია უნდა დაიგზავნოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებთან, იქიდან დელეგაციები უნდა ჩამოვიდნენ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პატრიარქის აღსაყდრებაში, ამას კი გარკვეული დრო სჭირდება. მაქსიმუმ, 10-15 მაისისთვის ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს.

ახლა ეპარქიებში უკვე დაწყებულია საეპარქიო კრებები და ამ საეპარქიო კრებებზე ხდება გამორჩევა იმ დელეგატებისა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გაფართოებული კრების მუშაობაში. სასულიერო პირების გარდა, საერო პირიც დაესწრება. ეს საერო პირი შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევა - ის უნდა იყოს ეკლესიასთან დაკავშირებული, მორწმუნე. სრულიად უცხო ადამიანი არ შეიძლება გახდეს გაფართოებული კრების მონაწილე.

იქ კვოტები სიდიდის მიხედვით არის განსაზღვრული, რომელ ეპარქიას რამდენი დელეგატი ეყოლება. დაახლოებით 2 ათასამდე დელეგატი შეგროვდება, თუ მეტი არა”, - განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა