ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა სხვისი ტერიტორიები დაიპყროს - სწორედ ასე იქცეოდა რუსეთი: მოლდოვის და საქართველოს ნაწილები, ყირიმის ანექსია და დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება, სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს - რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა სხვისი ტერიტორიები დაიპყროს - სწორედ ასე იქცეოდა რუსეთი: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ანექსია და დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება, სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„უკრაინა ყოველთვის მადლიერებას გამოხატავს და ახსოვს, თუ ვინ და როგორ დაგვიჭირა მხარი მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპისთვის, რომ პარტნიორებმა გაიხსენონ, უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს. რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა სხვისი ტერიტორიები დაიპყროს. თუ ერთ ქვეყანაში წარმატებას მიაღწევს, ერთ მეზობელთან, სხვებთანაც იმავეს გააკეთებს. სწორედ ასე იქცეოდა რუსეთი: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ანექსია და დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება, სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შეჩერება მხოლოდ რეალური ძალითა და პარტნიორების რეალური პრინციპული გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ღირსეული მშვიდობისთვის მუშაობს.

„ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, „დიდი შვიდეულის“ და ევროპის ქვეყნებს. ევროპაში ნამდვილი მშვიდობისთვის და რუსეთის შეჩერებისთვის უკრაინის მიმართ ღირსეული პირობები და პატივისცემა უნდა არსებობდეს. უსაფრთხოების ყველა ძირითადი მიმართულებით - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის რეალური რეკონსტრუქცია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა