აბას არაღჩი - მივესალმებით რუსეთის მხარდაჭერას დიპლომატიის მიმართ

მოხარული ვარ, რომ რუსეთთან უმაღლეს დონეზე ვთანამშრომლობთ, რადგან რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიესალმება დიპლომატიის მიმართ რუსეთის მხარდაჭერას.

„ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმე და სიმტკიცე დაადასტურა. ჩვენი ურთიერთობების ზრდასთან ერთად, მადლიერები ვართ სოლიდარობისთვის და მივესალმებით რუსეთის მხარდაჭერას დიპლომატიის მიმართ“, - წერს არაღჩი.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ რუსეთში ჩავიდა. აბას არაღჩი ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა