„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები რუსთავსა და თეთრიწყაროში მოსახლეობას შეხვდნენ

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები რუსთავსა და თეთრიწყაროში მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დღეს ყველაზე მწვავედ დგას,- ინფორმაციას „ძლიერი საქართველო – ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებთან საუბრისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ეკოლოგიური მდგომარეობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სოციალური უზრუნველყოფა, სასკოლო გარემო, სამუშაო ადგილების არ არსებობა, სიღარიბე და ფასების ზრდა.

პარტიაში განმარტავენ, რომ მათი მიზანი „თითოეული ამ საკითხის რეალურ გადაწყვეტაზე მუშაობაა“.

„დღეს ვიმყოფებით რუსთავში, სადაც ვხვდებით მოსახლეობას. გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემატიკა: ჯანდაცვის სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, სასკოლო ინფრასტრუქტურის მზაობის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ზოგადი ფონი დასაქმების, შიმშილის, ფასების ზრდის და იმ განუკითხაობის, რაც ბიუროკრატიულ აპარატში მდგომარეობს. რუსთავის ბიუჯეტი არის 172 მილიონი ლარი და აქედან მხოლოდ 13 მილიონი იხარჯება ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. ანუ, პრიორიტეტი ყველაზე ნაკლები არის განსაზღვრული იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დაცულობას. აქ ვხვდებით პენსიონერებს, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევანის გაკეთება უწევთ წამალსა და პურს შორის.

რაც შეეხება თეთრიწყაროს - თეთრიწყაროს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი. თეთრიწყაროში არის უამრავი რაოდენობის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგრამ 80%-ის შემთხვევაში, არ არსებობს ძეგლებთან მისასვლელი გზები. ამ მუნიციპალიტეტის 40% არის ტყე, მაგრამ სამწუხაროდ, ტყის ფონდის განკარგვის წესები კვლავ არის ქაოტური და რეალურად, არავინ იცის, რა უნდა გაკეთდეს ტყის მოვლისათვის, პატრონობისა და ექსპლუატაციისთვის. ამავდროულად, ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება უამრავი ტურისტის მოზიდვა, მაგრამ არაფერი კეთდება ამ მიმართულებით. ბიუჯეტი არის 27 მილიონი ლარი. სამწუხაროდ, ბიუროკრატიულ ხარჯებში იხარჯება 6 მილიონი, ჯანდაცვის და სოციალური თემატიკის მიმართულებით კი მხოლოდ 1 მილიონ 800 ათასი ლარი,“ -განაცხადა გალდავამ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება