მარგუს ცაჰკნა - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი მკაცრი იქნება

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი მკაცრი იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანქციების მომავალი პაკეტებია. სანქციების მე-20 პაკეტი მიღებულია, 21-ე მზადების პროცესშია და ის საკმაოდ მკაცრი იქნება, განსაკუთრებით ენერგორესურსებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 23 აპრილს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა.

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ 100-ზე მეტ ინდივიდუალურ შეზღუდვას მოიცავს. ასევე, ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორსა და „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლა გააძლიერა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა