გოგიტა თოდრაძემ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის სისტემის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც 23 აპრილს ქ. ბიშკეკში გაიმართა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმის თემას წარმოადგენდა „სტატისტიკური ბიზნეს პროცესების მოდერნიზაცია: ოფიციალური სტატისტიკის ახალი ეკოსისტემის ჩამოყალიბება“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები, რომლებიც მოიცავდა თანამედროვე სტატისტიკური სისტემების განვითარებას, ახალი მონაცემთა წყაროების ინტეგრაციას, ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ასევე სტატისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სესიაში, რომელიც ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სტატისტიკური მონაცემების მზარდ მოთხოვნაზე რეაგირების პროცესში. თავის გამოსვლაში მან უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოს სტატისტიკის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და მიმდინარე ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს მონაცემთა წარმოებისა და გავრცელების პროცესების გაუმჯობესებას.

ფორუმში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება