„ხალხის ძალის“ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კირცხალიასთან კონსულტაციის შემდეგ „ხალხის ძალამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

აღნიშნულის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მისი მხრიდან დასმულ კითხვებზე კირცხალიასგან მოისმინა პასუხები, რომლებმაც შექმნა კომპრომისის საფუძველი.

„ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერთან მქონდა კონსულტაცია გუშინ. გარკვეული საკითხები კიდევ დარჩა ღია, ამიტომ საჭირო გახდა დღეს დილით კიდევ ერთი შეხვედრა და კომუნიკაცია. კითხვებზე იქნა პასუხები გაცემული, პასუხებს დაემატა ჩვენი მხრიდან კომპრომისი და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას .„ხალხის ძალა“ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, კითხვები ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას და ფუნქციურ ასპექტებს.

„კითხვები ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას და ფუნქციურ ასპექტებს. პასუხები იქნა გაცემული კითხვების უმრავლესობაზე, ისე რომ ამ პასუხებს დაემატა ჩვენი მხრიდან კომპრომისი და ამის შემდეგ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას.

ჩვენი კითხვები არ ეხებოდა პიროვნებებს. ეს ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას, სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით და ფუნქციურ ასპექტებს. ისე რომ, ეს კითხვები იყო პიროვნებების მიღმა - უფრო მეტად ეხებოდა ეს სტრუქტურას და საჭიროებას იმის, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული მთავრობის მხრიდან და კანონპროექტის სახით შემოვიდა პარლამენტში”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა